ოპოზიციური ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გაქრა. გუშინ „Facebook“- ზე განახლებულ ფოტოზე, პარტიის ლოგო დატანილი აღარ არის
ოპოზიციური ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გაქრა. გუშინ „Facebook“- ზე განახლებულ ფოტოზე, პარტიის ლოგო დატანილი აღარ არის.
მიზეზი, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება და მათი პასიურობაა.
„სინამდვილეში მარტივი გახლავთ მოცემულობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ალიანსში აღარ იყო. არ მონაწილეობდა არანაირ ფორმატში, მათ შორის საჯარო განცხადებებშიც ვამბობდით, რომ ალიანსის წევრები აღარ ვიყავით. სადაც არ ვიყავით, როგორ უნდა გამოვერიცხეთ?!“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.



