ბიზნესცენტრში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარია
თბილისში, ბიზნესცენტრ „დელისში“, სადაც ტელეკომპანია „ფორმულა“ მდებარეობს, ხანძარია.
შენობაში, სადაც ტელეკომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
რამდენიმე წუთის წინ, „ფორმულას“ მაუწყებლობა ნიუსრუმში დაკვამლიანების გამო შეწყდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს.



