სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.

ქვიშის ჭიდაობაში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დავით მძევაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფინალამდე მძევაშვილმა ოთხიდან სამი შეხვედრა მოიგო, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ბაბაქარ მბაიეს აჯობა.

ხვალ ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში მოკრივე ემილ ისმალოვი იასპარეზებს და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.