საქართველოს რაგბის კავშირმა და ლევან მაისაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა დაასრულეს

საქართველოს რაგბის კავშირმა და ლევან მაისაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა დაასრულეს

საქართველოს რაგბის კავშირმა და ლევან მაისაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა დაასრულეს. ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.

„ლევან მაისაშვილმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელს ისტორიული გამარჯვებები მოიპოვა იტალიისა და უელსის ნაკრებებთან. 2024 წლიდან კი ის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორის პოზიციას იკავებდა.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ლევანს ქართული რაგბისთვის გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.