სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყო - საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ქართველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ

სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყო - საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე და ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი ქართველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ

სენეგალში ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები დაიწყო. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, სეოკის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ქართველ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ოლიმპიურ სოფელში შეხვდნენ. შეხვედრაზე ირაკლი დოლაბერიძემ და ემზარ ზენაიშვილმა სპორტსმენებს ოლიმპიადაში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

ირაკლი დოლაბერიძე და ემზარ ზენაიშვილი ასევე ქართველი უშუისტის, გვანცა ქარჩავას, ასპარეზობის პირველ დღესაც დაესწრნენ. გვანცა ქარჩავა პირველ საკვალიფიკაციო დღეს, გუნ შუს დისციპლინაში, 8,710 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები 13 ნოემბერს დასრულდება. თამაშებში 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი მონაწილეობს. ხოლო საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - 13 სპორტსმენი ასპარეზობს.

აფრიკის კონტინენტი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში პირველად მასპინძლობს.