თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: გარდა იმისა, რომ აქციის გზავნილის დისციპლინის მნიშვნელობა არ ესმის ამ ყანის ბოლოს, კერძო საკუთრება და ქვეყანა შედარებადი ფენომენები ჰგონია ამ ოროსანს

თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: გარდა იმისა, რომ აქციის გზავნილის დისციპლინის მნიშვნელობა არ ესმის ამ ყანის ბოლოს,  კერძო საკუთრება და ქვეყანა  შედარებადი ფენომენები ჰგონია ამ ოროსანს

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჟორჟოლიანმა ჩერგოლეიშვილს უხეშ დამოკიდებულებაზე დასდო ბრალი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აქციებზე მიხეილ სააკაშვილის ბანერებით დადიან.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ჟორჟოლიანს “კერძო საკუთრება და ქვეყანა  შედარებადი ფენომენები ჰგონია”.

“ამ ბირთვულ ბრიყვს უსმინეთ გეთაყვა! (ბოდიში რომ გქრინჯავთ ამ ვულგარული უტვინობით) 

გარდა იმისა რომ აქციის გზავნილის დისციპლინის მნიშვნელობა არ ესმის ამ ყანის ბოლოს,  კერძო საკუთრება და ქვეყანა  შედარებადი ფენომენები ჰგონია ამ ოროსანს. 

და თან არ დაგავიწყდეთ - ეს ის ხალხია ვინც “თავის ტელევიზიებში” კრიტიკოსებს ბლოკავს 

მიშა სააკაშვილი აუცილებლად გადაიხდის ქართული პოლიტიკის ამ ვირეშმაკა ბაძაგებით გაბანძების ძალიან მაღალ ფასს როცა პოლიტიკურ სამარეში სამუდამოდ ჩაწვება.”- წერს ჩერგოლეიშვილი.