პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური ასისტენტის სერვისით უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრას ითვალისწინებს

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 71 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.

მომხსენებლის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური ასისტენტის საქმიანობა თავისი არსით მომსახურებას წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უფრო მოქნილი და ეფექტიანი საშუალება მასთან მომსახურების ხელშეკრულების და არა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.