საკონსტიტუციო სასამართლოში „ლელო“ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოში „ლელო“ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავენ, ასაკრძალთა სიაში შეყვანილმა „ლელომ“ მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა დააყენა. ლევან სამუშიას განცხადებით, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი კანონით გათვალისწინებული პროცედურაა.

„ლელოს“ მოთხოვნას, დანარჩენი პარტიებიც შეუერთდნენ. იყო მცირე შელაპარაკება, მხარეებსა და მოსამართლეებს შორის. 88 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილ სარჩელში, დეტალურადაა აღწერილი როგორც ოპოზიციის ქმედებები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულები.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.