საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.



