გივი მიქანაძემ ლანჭოუ სუნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

გივი მიქანაძემ ლანჭოუ სუნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშილანჭოუსუნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ესტუმრა.

მინისტრს ლანჭოუს უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივანმა პროფესორმა მასიაოძიემდა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იანიონგფინგმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას, უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაფართოებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რაც ქმნის მყარ საფუძველს არსებული პარტნიორობის განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტების როლს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაფართოების მიმართულებით. საუბარი შეეხოლანჭოუსუნივერსიტეტსა დაალტეუნივერსიტეტს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კონფუცის ინსტიტუტისბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჭოუს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.