ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის
ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩინურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აგრეთვე დავუდასტურეთ მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ. - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
„წელს მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ურთიერთობებში, რადგან შედგა ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჩინეთში.
გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საკანონმდებლო დონეზე ყველანაირად დავეხმაროთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ვაჭრობა საქართველოსა და ჩინეთს შორის.
ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლები, აქაც საკმაოდ საინტერესო სიახლეებს ველოდებით ამ კვირაშივე. საუბარი ასევე გვქონდა რეგიონულ კონფლიქტებზე“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.



