რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომათა დარბაზში მხოლოდ ნიკა გვარამია დააბრუნა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები ასევე ითხოვდნენ მაია კოპალეიშვილის დაბრუნებას, თუმცა, როგორც რევაზ ნადარაიამ განმარტა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი სხდომას ვეღარ დაესწრება.



