პუტინის თანაშემწე: რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმედნენ

პუტინის თანაშემწე: რუსეთი და უკრაინა სამხედრო ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმედნენ

რუსეთი და უკრაინა, აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად, სამხედრო ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.

„ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით სამხედრო ტყვეების ახალი მასშტაბური გაცვლის შესახებ, რომლის კონკრეტული პარამეტრები უახლოეს მომავალში იქნება გამოცხადებული“, - განაცხადა მედინსკიმ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ცნობისათვის, 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულს - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.