ალექსანდრე ხვთისიაშვილი: თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთად საქართველო მთელ რიგ საერთაშორისო, მსხვილ პროექტებს ახორციელებს

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთად საქართველო მთელ რიგ საერთაშორისო, მსხვილ პროექტებს ახორციელებს

თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთად საქართველო მთელ რიგ საერთაშორისო, მსხვილ პროექტებს ახორციელებს, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსგავსი დონის მაღალი შეხვედრები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის კოორდინაციას.

„თურქეთი არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთან ერთად საქართველო მთელ რიგ საერთაშორისო, მსხვილ პროექტებს ახორციელებს. შესაბამისად, მსგავსი დონის მაღალი შეხვედრები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის კოორდინაციას, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს შემდეგ ამ პროექტების წარმატებულ განხორციელებას“, - აღნიშნა მან.