ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე: გენაცვალეთ, ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს
ბერა ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„გენაცვალეთ, ბიჭებო! ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი ქართული სული. ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მსოფლიო არასდროს დაივიწყებს მეორე მხარის სიმხდალეს.
კავკასიაში გვაქვს სიტყვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზურგიდან ეპარება მას, ვისაც რაოდენობრივად აღემატებიან“, - წერს ბერა ივანიშვილი.
როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.



