შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, იმ მომენტიდანვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, იმ მომენტიდანვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი

როგორც კი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, იმ მომენტიდანვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, როგორია საქართველოს პოზიცია იმაზე, რომ ჟენევის 68-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, მეორე მხარე ითხოვს „თავდაუსხმელობის შესახებ“ პაქტს მოეწეროს ხელი.

„ეს პოზიცია არ არის ახალი. სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატში შეხვედრები ყოველ ჯერზე, მათ შორის ამის გამო არის ნაკლებად შედეგიანი. ჩვენი პოზიცია არის მყარი, მათ შორის რუსეთთან მიმართებით. მთავარი წინაპირობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. როგორც კი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, იმ მომენტიდანვე შესაძლებელი იქნება ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.