საბა ლაზიშვილის მამა: დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ

საბა ლაზიშვილის მამა: დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ

მოჭიდავის საბა ლაზიშვილის მამის, ანზორ ლაზიშვილის თქმით, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმე პრემიერ-მინისტრის პირადი კონტროლის დონეზეა აყვანილი. ამის შესახებ ლაზიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა და ელის, რომ მისი ვაჟი და მასთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს თავისუფლები იქნებიან.

„დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ. როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. დღეს გარეთ უნდა გამოვიდნენ. ხვალ აბუ-დაბიში ჭიდაობა ტარდება და ბიჭმა უნდა იჭიდაოს. მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ანზორ ლაზიშვილმა.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.