შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მხოლოდ დღევანდელ განხილვაზე მისი ლიდერების მიერ დაფიქსირებული პოზიციებიც საკმარისია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის დიალოგს. კერძოდ, გოცირიძემ წითლიძეს ჰკითხა: „ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა ძალადობის გამოვლინება არის თუ არა?“, რაზეც წითლიძემ უპასუხა: „საქართველოს მოქალაქეებს თავდაცვის უფლება აქვთ, როდესაც სპეცრაზმი ურტყამს“.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაადასტურეს, რომ ძალადობას პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმურ საშუალებად მიიჩნევენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.