შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 49 შეკვრა „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.