რუსთავის ხელოვნების გალერეაში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ქრისტიანულ მემკვიდრეობაში ასახული ქართული დეკორატიული ხელოვნება“ მოეწყო
რუსთავის ხელოვნების გალერეაში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ქრისტიანულ მემკვიდრეობაში ასახული ქართული დეკორატიული ხელოვნება“ მოეწყო. გამოფენის პარალელურად, ქართული ხატწერის, ოქრომკედით ქარგვის და ხეზე კვეთის მასტერკლასებიც გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის და რუსთავის მერიის ორგანიზებით მოეწყო.



