არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი

როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

იგი სასამართლო პროცესზე გახარიას პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გახარიას პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია ჰქონდა.

„აქ საუბარი კონკრეტულ პიროვნებებზეა, თუ პარტიებზეა, რომლებიც კონკრეტული პიროვნებებისა და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და არაკონსტიტუციური ქმედებებისგან შედგება?! მაგალითად, როდესაც გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია - სიტყვა „კოალიცია“ რომ არ მოსწონთ, ერთობა დაარქვან, ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად თანამდებობები გაინაწილეს 4 მუნიციპალიტეტში?!

როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შენ შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და მიმდინარე პერიოდშიც არა თუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად, ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა, ის სრულად აიღებდა პასუხისმგებლობას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ დანაშაულებზე, რომელიც ჰიტლერსა და მის პარტიას ჰქონდა ჩადენილი. ახლა გამოდიან და ამბობენ, ჩვენ არ მოგვემართებაო. ძალიან კარგად იციან, რა მიემართებათ და რა ნაბიჯები აქვთ გადადგმული არაკონსტიტუციური.

ამავდროულად, თავისთავად აღებული ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ხოლო როდესაც ისინი ერთიან ორგანიზმად მოქმედებენ, მითუმეტეს, ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას, ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.