ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა

ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო ლელოს გაუნახევრდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, გახარია შეაბრუნეს პოლიტიკაში მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დაუწესეს 43%-იანი ბარიერი.

„გახარია შემოაბრუნეს პოლიტიკაში, როდესაც ჩვენ დაგვიწესეს 43%-იანი ბარიერი და მისი მესიჯი ჩვენს მხარდამჭერებში იყო, რომ თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი გახლდათ, რომ ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. შემდეგ მან 4 მუნიციპალიტეტში ღიად შექმნა კოალიციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამის შემდეგ უკვე დაიწყეს მისი იმგვარად გადალაგება, რომ გაემიჯნათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“.

ჩვენ ეს ვიხილეთ 2024 წელს. 2025 წელს, როდესაც აგენტურას დაავალეს არჩევნების ბოიკოტირება და მხოლოდ „ლელოს“ და გახარიას დაავალეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რომ ისევე აღქმები შექმნილიყო, თითქოს ისინი დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ. ასევე მარტში ეს პარტიები დატოვეს კოალიციის მიღმა და ხელოვნური ხმაური დაავალეს კოალიციის პარტიებს, რომ ისევ საზოგადოების ყურადღება ხმაურზე გადასულიყო და ეს ორი პარტია გამიჯნულიყო „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“.

გარე ძალები გააგრძელებენ ამ სტრატეგიით მუშაობას, 2028 წლისთვის უფრო მეტი ფსონის დადებას აპირებენ „ლელოსა“ და გახარიაზე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ წინ ელოდებათ სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილება იქნება, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ობიექტური“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე უცხო ძალების მორჩილებაში მყოფ აგენტურული ჯგუფის შესახებ წერს.