შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშზე: ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა

ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა, - განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას კითხვა ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დაუსვა.

„საერთო ჯამში, ამ ანგარიშში ახალი არაფერი წერია იმისგან განსხვავებით, რაც შარშან იყო ანგარიშში. ვერც ჩაიწერებოდა, რადგან ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ და ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღების და გადამოწმების გარეშე. ფაქტობრივად, ეს შეფასებაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კომუნიკე, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და დოკუმენტი გამოიყენა საქართველოზე თავდასასხმელად. რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, ეს არის საქართველოზე თავდასხმა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.