ირაკლი ხელაძე: 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე. 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომელიც იხდიდა ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან
გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, გაიზარდა ოჯახის ნომინალური შემოსავლები და შესაბამისად, ის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 20 წლის წინ იყო დაწესებული უკვე ვეღარ პასუხობდა დღევანდელ ეკონომიკურ რეალობას, - განაცადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.
მისი თქმით, 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე
„40 ათას ლარიანი ზღვარი აიწია 100 ათას ლარამდე. 81 ათასი მოქალაქე იყო ასეთი, რომელიც იხდიდა ქონების გადასახადს, ისინი გათავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისგან. საერთო ჯამში, თანხაში, რომ გადავაანგარიშოთ დაახლოებით 43 მილიონი ლარი დარჩება ისევ და ისევ ოჯახებში და ეკონომიკაში წავა ბრუნვაში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ბიუროს სხდომაზე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ახალი ცვლილებით, ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი დაეკისრებათ იმ შემთხვევაში თუ მათი შემოსავალი ასი ათასი ლარიდან დაიწყება. მიღებული გადაწყვეტილებით გადასახადი დაახლოებით 81 ათას ადამიანს უუქმდება.