პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი

პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტზე: მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი

მთავარი მიზანია, რომ დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არ ჰქონდეს ვალდებულება გადაიხადოს ქონების გადასახადი, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ქონების გადასახადის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

„ქონების გადასახადთან დაკავშირებით დიდი კანონპროექტი მზადდება, რომელიც მოიცავს ყველაფერს. ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, ჩვენც ჩართული ვართ და როდესაც იქნება მზად, ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკითხები უფრო სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.