გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლს დაეხმარება
გურამ კაშია საფეხბურთო საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება – ინფორმაციას 𝐆𝐄𝐎 𝐓𝐄𝐀𝐌-ი ავრცელებს.
საფეხბურთო გვერდის ინფორმაციით, „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და ეროვნულ გუნდში საქმიანობას სექტემბრის სანაკრებო პაუზისას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია 129 მატჩით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია. მან პროფესიული კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა და გამოცემა sport24.pluska.sk-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მწვრთნელობას აპირებს.
„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების რეკორდსმენმა და ყოფილმა კაპიტანმა აგვისტოში მიცემულ ინტერვიუში.