ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და მიწის ნაკვეთებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენის გახშირებულ შემთხვევებს.
აღნიშნული ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, ადგილობრივ ეკოსისტემასა და ინფრასტრუქტურას. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ხანძრის თვითნებურად გაჩენა კანონდარღვევაა და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერია ამკაცრებს აღნიშნული საკითხის მონიტორინგს, კანონდარღვევის თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე კი გატარდება კანონით გათვალისწინებული მკაცრი ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.