ვლადიმერ ბოჟაძე თამაზ ბორაშვილზე: მან კარგად იცის რა საჭიროებები აქვს თავად სამსახურს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვყავდეს
ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება და თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ.
„ის კარგად აცნობიერებს იმ გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში ეს არის დროებით ოკუპაცია. მან კარგად იცის რა საჭიროებები აქვს თავად სამსახურს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვყავდეს. აქცენტი გაკეთდა განათლებაზე და იმაზე, რომ სუსის აკადემია უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.