დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეებს სარფში შეხვდა

დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეებს სარფში შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სარფში ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

საერთაშორისო ბანაკი ათენის მერიის თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ბანაკის წევრები 14 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები ათენის ისტორიულ ადგილებში. ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სპექტაკლი სახელწოდებით „ჰელადოს“, შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსები.

„სარფში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ბედნიერი ვარ მათი დადებითი განწყობის მოსმენით და მჯერა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიცემა, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ, რომ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.