თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა

თავდაცვის სამინისტროში 14-16 სექტემბერს გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, განიხილეს აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით და სხვა წყაროებით საქართველოსთვის დახმარების აღსრულების საკითხები.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ევროპული სარდლობისა და თავდაცვის და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.