რუმინეთში კელინ ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში კელინ ჯორჯესკუ დააკავეს

რუმინეთში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ დააკავეს. სამართალდამცველები მას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და თაღლითობას ედავებიან.

პოლიციამ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სავარაუდო უცხოური ჩარევის გამო არჩევნების შედეგი გააუქმა, რის შემდეგაც მას განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.