ტეხასში პოლიციის მხრიდან ძალადობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს
ტეხასის ქალაქ ოსტინში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ პოლიციის მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საიმიგრაციო და საბაჟო სააგენტოს თანამშრომელმა დევნისას ახალგაზრდა კაცს ესროლა.
დაჭრილის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. აქციის მონაწილეები ინციდენტის გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოძიებას ითხოვდნენ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დეპარტამენტში ისიც აღნიშნეს, რომ დაჭრილი ქვეყანაში უკანონოდ იყო შესული. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია სროლა. ადგილობრივმა მერმა და პოლიციამ დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს.