გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება

გიორგი სოსიაშვილი: ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება

ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყნის განვითარება გინდა, ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს ინვესტიციები.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით, ეს არის ეკონომიკური დივერსიის განხორციელება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. არაერთი მაგალითი გვახსოვს, მაგალითად „ნამახვანჰესის“ ამბები, როდესაც უზარმაზარი პროექტი ჩაშალეს და ამით სერიოზული დარტყმა მიაყენეს სახელმწიფოს და მის ეკონომიკას. შესაბამისად, ეს ე.წ. არაბიზაცია არის დივერსიული ჯგუფების მიერ გამოგონილი და შემოტანილი სიცრუე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვინაიდან არანაირი „არაბიზაცია“ არ ხდება. როდესაც ქვეყნის განვითარება გინდა, ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს ინვესტიციები. ეს ინვესტიცია ხორციელდება. ძილს უფრთხობს მათ [რადიკალებს] საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და ყოველ ჯერზე ახალ-ახალი სცენარების განხორციელებას ცდილობენ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

ე.წ არაბიზაციის შესახებ კამპანიას კონკრეტული სტატისტიკა ამხელს. 2024 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობა ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ასეთია: ქართველი- სამი მილიონ 304 ათას 75, არაბი 12 ათას 533, რაც 0,3 მეათედი პროცენტია. ამ მონაცემში შედის შვიდი არაბული ქვეყნის წარმომადგენელი. ე.წ არაბიზაციის კამპანია შეფასდა როგორც ყალბი. მიზანი კი არის სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლა.