საფრანგეთში გააპროტესტეს კანონპროექტი, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის
პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებას ზრდის. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
კანონი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. აქციებში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო.