„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს იემენელი „ჰუსიტების“ შეიარაღება და მხარდაჭერა.

მინისტრების განცხადებით, ირანის ეს პოლიტიკა ესკალაციის საშიშ ტენდენციას ქმნის, რაც საერთაშორისო ვაჭრობას საფრთხეს უქმნის და გლობალური არასტაბილურობის რისკს ზრდის.

დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ იემენში და საუდის არაბეთის სამეფოს წინააღმდეგ „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებულ მიუღებელ და უწყვეტ თავდასხმებს. G7-ის ქვეყნები „ჰუსიტებს“ მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა სამხედრო მოქმედება, სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ყველა მუქარა და თავდასხმა, კეთილსინდისიერად დაუბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.