მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინისთვის ნავთობის საცავის მშენებლობის გეგმებს საფრთხე უწოდა. მშენებლობის შესახებ მემორანდუმს სექტემბერში ხელი უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“ და უნგრულმა კომპანია MOL-მა მოაწერეს.

პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.

MOL-თან მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ 20 სექტემბერს „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა, სერჰი ფედორენკომ განაცხადა. შეთანხმებას ხელი კარპატების ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოეწერა. მემორანდუმი ​უნგრეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს უკრაინის საჭიროებებისთვის ნავთობსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს .

„ჩვენს საწვავის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მუდმივი თავდასხმების პირობებში, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაცია და დაცხრილვის ზონის მიღმა დამატებითი სასაწყობო სიმძლავრეების შექმნა მთელი ბაზრის სტაბილურობის საკითხია“, - დაწერა ფედორენკომ Facebook-ზე.

უნგრეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მთავრობას ნავთობსაცავის მშენებლობაზე MOL-ისთვის მოლაპარაკებების ნებართვა არ გაუცია. თავის მხრივ, MOL-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საუბარია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებაზე და პროექტის მომზადების პროცესს წლები დასჭირდება.