ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია
ევროკავშირში საწვავის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდების შეფერხებას უკავშირდება. ექსპერტების პროგნოზით, მაღალი ფასები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ნიდერლანდებში, სადაც საწვავის ფასმა ლიტრზე 2 ევროსა და 80 ცენტს გადააჭარბა. შექმნილი კრიზისის გამო, ნიდერლანდელი მძღოლები მასობრივად გადადიან მეზობელ ბელგიაში, სადაც საწვავი ლიტრზე თითქმის 60 ცენტით იაფია.