ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.

„ის მზადაა შეხვედრისთვის. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, ომის დასრულება ორივეს გვსურს, უკვე დროა. უამრავი ხალხი იღუპება და ეს არავის უნდა. თუმცა მჯერა, რომ ომის დასრულება ორივე მხარეს სურს“, - დასძინა მან.