მარკო რუბიო დღეს სერგეი ლავროვს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიოსა და ლავროვის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართება.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი „დადებითად არის განწყობილი“ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის საკითხისადმი.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს უკრაინისთვის რუსულ ენერგოობიექტებზე დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტა არ უთხოვია.