სურსათის ეროვნული სააგენტო ბაგა-ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული შემთხვევების მოკვლევის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.

ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.

დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი", - აცხადებს სააგენტო.