რადოსლავ სიკორსკი: მალე მინსკში პოლონეთის საელჩოს ახალ შენობას გავხსნით

რადოსლავ სიკორსკი: მალე მინსკში პოლონეთის საელჩოს ახალ შენობას გავხსნით

პოლონეთი მინსკში საელჩოს ახალი შენობის გახსნას გეგმავს და მზად არის ბელარუსთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.

მხარეებმა საზღვარზე არსებული უსაფრთხოება და ბელარუსის ტერიტორიიდან დრონების გაშვების საკითხი განიხილეს. სიკორსკის განცხადებით, ეს 2016 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა იყო.

„ეს პირველი, შესავალი შეხვედრაა, თუმცა დისკუსიები სხვა სამინისტროებთან და სხვადასხვა დონეზეც მიმდინარეობს. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი შეთანხმების მისაღწევად ყოველთვის პირველი დგამს ნაბიჯს“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სიკორსკიმ.