ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ გაჩენილი „დაღლილობა“ უნდა გადალახოს და მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის ომთან მიმართებით დაღლილობა შეიმჩნევა. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ გაჩენილი „დაღლილობა“ უნდა გადალახოს და მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს. მან ევროპელებს შეახსენა, რომ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდნენ. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ეს განცხადება გაერთიანების მიერ სანქციების სიიდან ორი რუსი ბიზნესმენის ამოღების საკითხზე გააკეთა.
„სავსებით გასაგებია, რომ თითქმის ხუთწლიანი ომის შემდეგ გარკვეული დაღლილობა იგრძნობა, თუმცა თავიდანვე ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება და გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ახლა მთავარია, არჩეულ კურსს არ გადავუხვიოთ“, - მიიჩნევს დომბროვსკისი.