ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ

ვარშავაში რუსული სამხედრო ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებენ

კალინინგრადის ექსკლავიდიდან აფრენილმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა Mi-8-მ ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცე მოკლე დროით დაარღვია. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცეში 42 წამი იმყოფებოდა და ტერიტორიის სიღრმეში მაქსიმუმ 300 მეტრით შეიჭრა.

„ინციდენტის საპასუხოდ ჰაერში აფრინდნენ მოიერიშე გამანადგურებლები, სახმელეთო თავდაცვის ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ. ინციდენტის ხასიათი მოწმობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მზადყოფნის შემოწმებას“, - ნათქვამია ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთი საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება.

ვარშავაში რუსეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარის მოთხოვნაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუკეთებია.