სერგეი ლავროვი: მოლაპარაკებების პერიოდში, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენ პაუზას არ გამოვაცხადებთ
ნებისმიერი ფორმატით მოლაპარაკებების პერიოდში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში პაუზას არ გამოვაცხადებთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ევროპას სწორედ ეს სურს, მარტივი მიზნით, რომ უკრაინულ რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს და მისი გამოფიტული სამხედრო არსენალები შეავსებინოს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რათა უკრაინაში „სამართლიანი მშვიდობის“ მიღწევას ხელი შეუწყოს.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოში განცხადების გაკეთებამდე სერგეი ლავროვი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რუსეთმა და უკრაინამაც გამოხატეს „ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, რაც მოიცავს მარცვლეულსა და ენერგეტიკას“.