ზელენსკი: უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთიც დათანხმდება სრულფასოვან ენერგეტიკულ ზავს

ზელენსკი: უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთიც დათანხმდება სრულფასოვან ენერგეტიკულ ზავს

უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთიც დათანხმდება სრულფასოვან ენერგეტიკულ ზავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მათ [რუსებს] არ სურთ, რომ ჩვენ შევუტიოთ მათ დიზელის საწვავს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ა.შ. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეუტევენ ჩვენს ენერგოსისტემას, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემებს“, - აღნიშნა მან.

„ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული ზავის ნებისმიერი ფორმატისტვის. ჩვენ არ დავესხმებით თავს ენერგოობიექტებს. არცერთ ენერგოობიექტს. ეს არის ჩვენი წინადადება“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.