თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძეს გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს რაც დააშავა - უდანაშაულო ადამიანებს რომ რეჟიმის მოწყალების სათხოვნელად გაუხადა საქმე! თავხედი ეს
პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ როგორც მე არ ვერევი მის სიმღერაში, ისე ეგ ნუ ჩაერევა ჩემს “სიმღერაში, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
„პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით და როგორც მე არ ვერევი მის სიმღერაში, ისე ეგ ნუ ჩაერევა ჩემს “სიმღერაში”.
არასოდეს მომივა თავში აზრად, სცენაზე ავუხტე და ბანი მივცე. იკმაროს რაც დააშავა - უდანაშაულო ადამიანებს რომ რეჟიმის მოწყალების სათხოვნელად გაუხადა საქმე! პატივი სცეს ჯერ საკუთარ პროფესიას და მერე სხვისას. ან “პროდასავლელ ქურდებს” არიგოს ჭკუა.
თავხედი ეს.“- წერს ჩერგოლეიშვილი.