ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

ირაკლი ფავლენიშვილი – ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე

ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს.

„ნიკა გვარამიასთან ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი გვაქვს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ბევრი განსხვავებული აზრი აქვს როგორც გვარამიას, ასევე ჩვენს ლიდერს და ჩვენს გუნდს. ნახავდით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს. ამ შემთხვევაში, ალბათ, გულისხმობს გვარამია სეპარატისტებს, რომლებიც ვერ იტანენ ქართველებს, იმიტომ, რომ არიან ქართველმოძულე რეჟიმის წარმომადგენლები. ალბათ, იმ ადამიანებს გულისხმობს და არა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვეულებრივად თანაცხოვრობენ ჩვენთან. აფხაზეთშიც ისეთივე ქართველები ცხოვრობენ, როგორც საქართველოს სხვა ნაწილში. ალბათ, გულისხმობს დამნაშავე სეპარატისტებს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ“.