გია ვოლსკი – რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს, ამ წლების განმავლობაში ჩვენს თვალწინ რამდენიმე სცენარი გათამაშდა, მაგრამ ამ სცენარების რესურსი დახარჯულია
რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ამ წლების განმავლობაში ჩვენს თვალწინ რამდენიმე სცენარი გათამაშდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მცდელობა იყო ევროპული განვითარების ლიდერობა სალომე ზურაბიშვილისთვის ჩაებარებინათ, თუმცა ეს არ გამოვიდა.
„შემდეგ შექმნეს რაღაც ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ გვარამიას მეთაურობით. შემდეგ არასამთავრიბო ორგანიზაციები შემოიყვანეს, როგორც ამ რევოლუციური პროცესების ლიდერები. კულტურის დარგის ცნობილი ბანი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი ვინც თავს რევოლუციის ლიდერად წარმოაჩენს. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იმის მცდელობაა, ძალების დივერსიფიცირება მოხდეს. ამ ფუნქციას, მათი აზრით, „ლელო“ უნდა ასრულებდეს, რომელიც ყველას უნდა უპირისპირდებოდეს და გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც არა სიტყვიერად უპირისპირდება „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მათთან ერთად კოალიციური საქმიანობა ჩვენს თვალწინ ვითარდება. ამოცანაც და გეგმაც ერთი აქვთ. სამომავლოდ კიდევ რას მოიფიქრებენ არ ვიცი, მაგრამ ამ სცენარების მნიშვნელოვანი რესურსი უკვე გახარჯულია, ისევე როგორც უშველებელი ფინანსური რესურსები. ესენიც აქედან ცდილობენ, ახალი იდეები მიაწოდონ, იქ ხელოვანების ჩართვა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ორგანიზება და ახლგაზრდების ჩართვა „მეიდნის“ სცენარში კიდევ დღის წესრიგში რჩება და ალბათ ყველაზე დიდი დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ეს ადმიანები სჩადიან. ასე, რომ ზოგადი განცხადებები, ხან ერთმანეთის დაგესვლა და შეტევები არაფერს არ განაპირობებს. რეალობა ერთია, სცენარები ამოწურულია. არ ვფიქრობ, რომ მომავალში რამე ისეთი სიახლე შეიძლება, შემოგვთავაზონ, რომელიც ამ ვითარებას შეცვლის. სცენარები და დაფინანსება იქნება, თუმცა ძალიან მწირია ის შესაძლებლიბები, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვიხილეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ“.