დიმიტრი პესკოვი: უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის

დიმიტრი პესკოვი: უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, კიევი უკვე იმკის ამ ყველაფრის შედეგებს.

„ამაზე პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] საუბრობდა. უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის. ახლა ზუსტად ეს ხდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ, საკმაოდ თანმიმდევრულად ურტყამენ სამიზნეებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ“, - განაცხადა პესკოვმა.