პაატა კვიჟინაძე: კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი კომპლექსურად დავინახოთ

პაატა კვიჟინაძე: კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტი კომპლექსურად დავინახოთ

სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიში გვაძლევს საშუალებას ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად, გვქონდეს სრული სურათი ბიუჯეტის მართვის ზოგად ტენდენციებსა და რეალური მდგომარეობის შესახებ. ეს პროცესი კი, რომელიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება, საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილეს.

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს პირველად ვიხილავთ კონსოლიდირებულ ანგარიშებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პირველად განახორციელა ბიუჯეტის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. მანამდე ფინანსური აუდიტი თითოეულ სამინისტროში ინდივიდუალურად ტარდებოდა.

აუდიტის პერიოდი მოიცავს 2024 - 2025 წლებს და 10 სამინისტროზე გაცემულია 49 რეკომენდაცია. განხილვა წარიმართა საქმიან და კონსტრუქციულ რეჟიმში. აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაიზიარეს სამინისტროებმა. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციების შესრულების კონკრეტული გრაფიკი.